ჩვენ გეხმარებით სწორი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში. სწორედ ამისთვის, მუდმივად ვმუშაობთ რომ მოვიძიოთ ბაზარზე არსებული საუკეთესო უძრავი ქონების შეთავაზებები/საუკეთესო დეველოპერული კომპანიები. ჩვენ ვიძიებთ უძრავ ქონებას და ვაკეთებთ მის ანალიზს, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს თქვენს ნაცვლად ან თქვენი დავალებით, გიწევთ კონსულტაციას უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, გეხმარებით უძრავი ქონების იურიდიულად გაფორმებაში და ჩვენს პარტნიორ ბანკებში იპოთეკური სესხის აღებაში.
როდესაც თქვენ ცდილობთ დამოუკიდებლად შეიძინოთ უძრავი ქონება, სავარაუდოდ გექნებათ ბევრი შეხვედრა გამყიდველებთან ან დეველოპერულ კომპანიებთან. ასეთ დროს, ყველა მათგანი აკეთებს საკუთარი პროდუქტის რეკლამირებას, საუბრობს მხოლოდ კარგს მასზე - რაც ბუნებრივია. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ არ გაქვთ დიდი ხნის გამოცდილება უძრავი ქონებაში, შესაძლოა უძრავი ქონება იყიდოთ საბაზროზე უფრო მაღალ ფასად ან უბრალოდ მოტყუებულ იქნათ არაკეთილსინდისიერი გამყიდველის მიერ.
როდესაც უძრავი ქონების ყიდვის პროცესში ერთვება დიქეი კაპიტალის გუნდი, ჩვენ ვისახავთ მიზანს რომ თქვენი მოთხოვნების და ბაზარზე არსებული შეთავაზებების შესაბამისად მოვიძიოთ საუკეთესო უძრავი ქონება. ჩვენ არ ვცდილობთ მოგყიდოთ რომელიმე კონკრეტული უძრავი ქონება, რადგან ჩვენთვის მთავარია თქვენ შეარჩიოთ და შეიძინოთ ის უძრავი ქონება, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება თქვენს მოთხოვნებს და რა თქმა უნდა ეს განახორციელოთ საუკეთესო ფასად.