როგორ შეგვიძლია თქვენი დახმარება?
დიქეი კაპიტალი არის უძრავი ქონების სერვისების კომპანია, ის ლიდერია საქართველოს ბაზარზე უძრავი ქონების გაყიდვებში. ჩვენი 5 წლიანი ისტორიის განმავლობაში დავეხმარეთ ბევრ უძრავი ქონების მეპატრონეს ინვესტორის მოძიებაში, წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები და ამ ტერიტორიებზე აშენდა (ან ამჟამად შენდება) ჯამურად 200 000 კვ.მ -ზე მეტი მოცულობის შენობა-ნაგებობები. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ, როგორც ინვესტორის მოძიებაში თქვენი მიწის ნაკვეთისთვის, ისე მის რეალიზაციაში.
რა ტიპის უძრავ ქონებაზე არის შესაძლებელი ინვესტორის მოძიება?
ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ მიწის ნაკვეთის გაყიდვაში ან ინვესტორის მოძიებაში, რომელიც ააშენებს საცხოვრებელ შენობას, ხოლო თქვენ გადმოგცემთ ფართებს მიწის სანაცვლოდ (შესაძლებელია შერეული ვარიანტიც, ნაწილობრივ თანხის და ნაწილობრივ ფართების გადაცემა მიწის მეპატრონეებისათვის). აუცილებელი მოთხოვნაა, რომ მიწის ფართობი აღემატებოდეს 500 კვ.მ-ს.
რომელ ქალაქებში არის შესაძლებელი ინვესტორის მოძიება?
ინვესტორის მოძიება შესაძლებელია შემდეგ ქალაქებში:
სამწუხაროდ ამ ეტაპზე ჩვენ არ შეგვიძლია რომ დაგეხმაროთ სხვა ლოკაციაზე ინვესტორის მოძიებაში
რა შემთხვევაში ჩავერთვებით თქვენი უძრავი ქონებისთვის ინვესტორის მოძიებაში?
თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ გავაანალიზებთ თქვენს უძრავ ქონებას და მოთხოვნილ ფასს ან პირობას. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ თქვენი პროექტი ფინანსურად მომგებიანია დღევანდელი მდგომარეობით, მაშინ ის დიქეი კაპიტალის პარტნიორი ინვესტორებისთვისაც იქნება ფინანსურად საინტერესო. ასეთ შემთხვევაში ჩვენ დავიწყებთ მუშაობას თქვენი ობიექტისთვის/ან მიწისთვის ინვესტორის/მყიდველის მოძიებაზე.
რა არის K2 კოეფიციენტი?
ჩვენი პარტნიორი ინვესტორებისათვის ამ ეტაპზე საინტერესოა ისეთი მიწის ნაკვეთები სადაც არის შესაძლებელი სხვადასხვა სახის შენობ-ნაგებობების მშენებლობა. ასეთ ტიპის ყველა ნაკვეთს აქვს K2 კოეფიციენტი, რომელიც განსაზღვრავს თუ რამდენის აშენება არის შესაძლებელი აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე. მაგალითი: მიწის ნაკვეთის მოცულობა არის 5 000 კვ.მ ხოლო K2 კოეფიცინტი არის 3.5 ეს ნიშნავს რომ ჯამურად ასაშენებელი ფართის მოცულობა იქნება 5000 X 3.5 = 17 500. თბილისის შემთხვევაში ეს ინფორმაცია საჯაროა და მისი ნახვა შესაძლებელია tas.ge-ზე ხოლო სხვა ქალაქების შემთხვევაში K2 კოეფიციენტის დაზუსტება უნდა მოხდეს ადგილობრივ მერიაში.
რა ინფორმაცია უნდა გამოაგზავნოთ ჩვენთან?
იმისათვის რომ ჩვენ გავაანლიზოთ ფინანსურად თქვენი წინადადება, ჩვენ დაგვჭირდება შემდეგი ინფორმაციის მიღება:
გთხოვთ აღნიშნული ინფორმაცია მოგვაწოდოთ შემდეგ მეილზე dk@dkcapital.ge ჩვენ გავაანალიზებთ თქვენს წინადადებას და დაგიკავშირდებით