რას მიიღებთ?
ჩვენ გასწავლით გაყიდვებს, კლიენტების მომსახუროებას, დროის მართვას, დაგეხმარებით პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარებაში, აგრეთვე გასწავლით მოლაპარაკების ხელოვნებას. თქვენ მიიღებთ მრავალმხრივ ცოდნას სრულიად უფასოდ (დიახ, ჩვენთან სწავლა სრულიად უფასოა), ამასთან ჩვენ მოგცემთ საშუალებას, რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრები და შეძენილი ცოდნა გამოიყენოთ პრაქტიკაში. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხდებით ჩვენი ბინზეს პარტნიორი და ჩვენ ერთად ვმუშაობთ გაყიდვების და შესაბამისად ჩვენი საერთო შემოსავლების ზრდაზე.
რატომ უძრავი ქონება?
უძრავი ქონება საქართველოში ყველაზე დიდი სფეროა, აქ არის თავმოყრილი ძალიან დიდი აქტივები, რაც ნიშნავს იმას, რომ ბიზნეს გარიგებებების თანხობრივი მოცულობა საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, წარმატებული გაყიდვების შემდეგ, თქვენი შემოსავლები შესაძლებელია იყოს საკმაოდ მაღალი. უძრავი ქონების ბაზარი სავსეა შესაძლებლობებით, მთავარია თქვენ როგორ გამოიყენებთ მათ.
რა არის დიქეი კაპიტალი?
დიქეი კაპიტალი არის ქართული უძრავი ქონების მართის კომპანია, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს 4 რეგიონში და აერთიანებს 80 პროფესიონალს. დიქეი კაპიტალი არის 100% ციფრული კომპანია, რაც ამარტივებს მუშაობის ეფექტურობას დროში და სივრცეში. კომპანიას გაყიდული აქვს 3000-ზე მეტი უძრავი ქონება, რაც თითოეული გუნდის წევრის და კომპანიის ტექნოლოგიური მიღწევების შედეგია. აღნიშნული წარმატებით დიქეი კაპიტალი საქართველოში N1 უძრავი ქონების მართვის კომპანიაა. დიქეი კაპიტალი არის შესაძლებლობების კომპანია, სადაც მოხვედრით თქვენ იღებთ ყველაფერს რაც გჭირდებათ იმისათვის, რომ შეძლოთ გაყიდვების განხორციელება და მაღალი შემოსავლების გამომუშავება. დიქეი კაპიტალი გაძლევთ შესაძლებლობას რამდენად გამოიყენებთ მას ეს უკვე თქვენი პასუხისმგებლობის საქმეა
რას აკეთებს დიქეი კაპიტალი?
დიქეი კაპიტალი ეხმარება მის კლიენტებს სწორი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში. სწორედ ამისთვის, მუდმივად ვმუშაობთ რომ მოვიძიოთ ბაზარზე არსებული საუკეთესო უძრავი ქონების შეთავაზებები/საუკეთესო დეველოპერული კომპანიები. ჩვენ ვიძიებთ უძრავ ქონებას და ვაკეთებთ მის ანალიზს, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კლიენტის ნაცვლად ან მისი დავალებით, ვუწევთ მათ კონსულტაციას უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, ვეხმარებით უძრავი ქონების იურიდიულად გაფორმებაში და ჩვენს პარნტნიორ ბანკებში იპოთეკური სესხის აღებაში.
როდესაც კლიენტი ცდილობს დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი ქონება, სავარაუდოდ მას ექნება ბევრი შეხვედრა გამყიდველებთან ან დეველოპერულ კომპანიებთან. ასეთ დროს, ყველა მათგანი აკეთებს საკუთარი პროდუქტის რეკლამირებას, საუბრობს მხოლოდ კარგს მასზე - რაც ბუნებრივია. ეს ნიშნავს, რომ თუ კლიენტს არ აქვს დიდი ხნის გამოცდილება უძრავი ქონებაში, შესაძლოა უძრავი ქონება იყიდოს საბაზროზე უფრო მაღალ ფასად ან უბრალოდ მოტყუებულ იქნას არაკეთილსინდისიერი გამყიდველის მიერ.
როდესაც უძრავი ქონების ყიდვის პროცესში ერთვება დიქეი კაპიტალის გუნდი, ჩვენ ვისახავთ მიზანს რომ კლიენტის მოთხოვნების და ბაზარზე არსებული შეთავაზებების შესაბამისად მოვიძიოთ საუკეთესო უძრავი ქონება. ჩვენ არ ვცდილობთ მივყიდოთ მას რომელიმე კონკრეტული უძრავი ქონება, რადგან ჩვენთვის მთავარია კლიენტმა შეარჩიოს და შეიძინოს ის უძრავი ქონება, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება მის მოთხოვნებს და რა თქმა უნდა ეს განახორციელოს საუკეთესო ფასად.
რატომ ჯობია უძრავი ქონების გაყიდვა დიქეი კაპიტალის დახმარებით?
ჩვენი მიზანია გავყიდოთ კლიენტის უძრავი ქონება საუკეთესო ფასად. სხვა კომპანიებისგან ან/და ინდივიდუალური შუამავლებისგან განსხვავებით, ჩვენ ამის განხორციელება ბევრად ეფექტურად შეგვიძლია. დიქეი კაპიტალის გუნდში არის საქართველოში ყველაზე მეტი გაყიდვების მენეჯერი. მხოლოდ ჩვენ ვართ წარმოდგენილი საქართველოს 4 რეგიონში და მხოლოდ ჩვენი კომპანია ყოველწლიურად ემუშავება პოტენციურ 30 000-ზე მეტ კლიენტს. დიდი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია კლიენტის უძრავი ქონება შევთავაზოთ ყველაზე მეტ პოტენციურ მყიდველს რაც გაზრდის მოთხოვნას მასზე. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს რომ კლიენტის უძრავი ქონება საუკეთესო ფასად გაიყიდება.
ჩვენ ვუწევთ კონსულტანციას და ვეხმარებით კლიენტებს შესაბამისი იურიდიული დოკუმენტების სწორად გაფორმებაში. შედეგად, კლიენტი იღებთ საუკეთესო მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს მის მაქსიმალურ უკუგებას.
როგორი სისტემით ნაწილდება შემოსავლები დიქეი კაპიტალში?
შემოსავლების განაწილების სისტემა დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე, ასევე ჩვენი რამოდენიმე სახეობის მომსახურეობაზე. ჩვენს გუნდში შესაძლებელია 20 000 - 70 000 ლარამდე წლიური შემოსავლის მიღება, თუმცა ჩვენთან ლიმიტი არ არსებობს, რადგან დიქეი კაპიტალი არის შესაძლებელობების კომპანია. საბოლოო ჯამში ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ თქვენს მონდომებასა და მიღებული ცოდნის სწორედ გამოყენებაზე.
რა მომავლის შესაძლებელობები მაქვს დიქეი კაპიტალის გუნდში მოხვედრით?
ჩვენი მიზანი არის შევქმათ წარმატებული ქართული კომპანია და ჩვენი გამოცდილება გავიტანოთ საზღვარგარეთ, რაც დღესდღეობით მხოლოდ 5-10 ქართულ კომპანიას აქვს გაკეთებული. ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ შექმნან წარმატებული, მსოფლიო დონის კომპანიები. ჩვენ გთავაზობთ თქვენც გახდეთ ამ საქმის ნაწილი. ჩვენთან შესაძლებელია პოზიციურად დაბალი საფეხურიდან, უმაღლეს საფეხურამდე ასვლა. მაგალითისთვის ჩვენი კომპანიის ტოპ მენეჯმენტის 80%-მა დაიწყო გუნდში მოღვაწეობა ყველაზე დაბალი პოზიციიდან.
როგორი მართვის სისტემა არის კომპანიაში?
დიქეი კაპიტალი იმართება მიზნებზე ორიენტირებული მენეჯმენტის სისტემით, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვისახავთ მიზნებს და ვაღწევთ მათ. ჩვენ არ ვუყურებთ თუ ვინ რამდენ დროს რაში ხარჯავს, შესაბამისად ჩვენთან არ არის ტოტალური კონტროლის სისტემა, როგორც სხვა ორგანიზაციებში. ჩვენ არ გვყავს თანამშრომლები, ჩვენ გვყავს ბიზნეს პარტნიორები. მიგვაჩნია რომ ეს ბევრად უფრო ეფექტური გზაა შევქმნათ საერთაშორისო დონის კომპანია.
რა არის დიქეი კაპიტალის ღირებულებები?
დიქეი კაპიტალს აქვს სამი მთავარი ღირებულება - თავისუფლება, მოტივაცია, კონკურენცია.
დიქეი კაპიტალის გუნდი ფოკუსირებულია მიზნებზე და ამავდროულად არის თავისუფალი. ჩვენი გუნდის წევრები თავად იღებენ გადაწყვეტილებას რა და როდის უნდა გააკეთონ დასახული მიზნების მისაღწევად
ჩვენი გუნდი სავსეა მოტივაციით და ენთუზიაზმით, მიგვაჩნია რომ ადამიანს შეუძლია ყველაფრის მიღწევა თუ ამას ძალიან მოინდომებს. ყველაფერი რაც ხდება ჩვენს კომპანიაში არის დაფუძნებული მოტივაციაზე
დიქეი კაპიტალის გუნდს მიაჩნია, რომ კონკურენცია არის განვითარების და საუკეთესო შედეგების მიღწევის საფუძველი. ჩვენი კომპანია და მისი საოპერაციო საქმიანობა დაფუძნებულია კონკურენციაზე, თანამშრომლობაზე და თანასწორობაზე
ვის ვეძებთ?
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ ადამიანებს, ვისაც სურთ სწრაფი განვითარება და აქვთ სურვილი აკეთონ ბიზნესი უძრავი ქონების სფეროში, შესაბამისად გაყიდონ ბევრი უძრავი ქონება. ასევე არიან პასუხისმგებლობის მაღალ საფეხურზე და უნდათ მიაღწიონ ფინანსურ თავისუფლებას.
როგორი პოზიციები გვაქვს?
ჩვენ გვაქვს 2 სხვადასხვა მიმართულების პოზიცია, რომელიც არის გათვლილი ნებისმიერ მსურველზე:
რა უნდა გავაკეთო როცა დავიწყებ საქმიანობას დიქეი კაპიტალში?
ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი პროგრამების და ბიზნეს პროცესის დახმარებით, მაქსიმალურად გაგიადვილოთ საქმიანობა და თქვენ შეძლოთ მეტი შემოსავლის მიღება. დიქეი კაპიტალს უამრავი გასაყიდი და გასაქირავებელი უძრავი ქონება აქვს, თქვენი მიზანია მოიძიოთ კლიენტი, რომელსაც მოეწონება ეს უძრავი ქონება. დანარჩენ საქმეს დიქეი კაპიტალის გუნდის მენეჯმენტის პროფესიონალი წევრები დაასრულებენ.
როგორი გარემოა გუნდში?
კომპანიას აქვს თავისი მართვის იდეოლოგია, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდში ყველაფერი იმართება სწორედ ამ პრინციპების საშუალებით. თავის მხრივ მართვის იდეოლოგია განსაზღვრავს გუნდურობას და ერთმანეთის პატივისცემას, რაც არის მთავარი საფუძველი ჩვენს გუნდში. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარემო გუნდში საკმაოდ მეგობრულია, რაც ბიზნესის კეთების პროცესს უფრო სასიამოვნოს ხდის.
როგორი არის სწავლის პროცესი?
გასაუბრების შემდეგ თუ თქვენი და ჩვენი ხედვები/სურვილები ერთმანეთს დაემთხვევა, თქვენ ჩაერთვებით ყოველდღიურ გაყიდვებში და ჩაირიცხებით დიქეი კაპიტალის ონლაინ აკადემიაში. იქ არის მოცემული სხვადასხვა სახის ვიდეოები და სასწავლო მასალები, რისი დახმარებითაც მიიღებთ უამრავ ცოდნას, რომელიც დაგეხმარებათ გაყიდოთ უფრო მეტი უძრავი ქონება. პარალელურად ჩაერთვებით პრაქტიკულ სწავლებაში გაყიდვების მწვრთნელთან ერთად, რომელიც დაგეხმარებათ აკადემიაში მიღებული ცოდნა წარმატებით დანერგოთ პრაქტიკაში. თქვენი გაყიდვების/მოლაპარაკებების მწვრთნელი იქნება დავით კენჭაძე
სწავლაც და პრაქტიკული ვარჯიშებიც მწვრთნელთან ერთად ტარდება ონლაინ ფორმატში, ზოგადად ჩვენ ვართ ციფრული კომპანია და ყველა პროცესი არის მაქსიმალურად ავტომატიზირებული.
ვინ შეიძლება იყოს ჩვენი გუნდის წევრი?
გუნდის წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი 18 წლიდან. გუნდში გვაქვს ბევრი სხვადასხვა პოზიცია, შესაბამისად ჩვენთან შეიძლება აკეთოს ბიზნესი ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ცხოვრობს საქართველოში. გაითვალისწინეთ რომ ეს სფერო და საქმიანობა არ არის მარტივი, წარმატების მისაღწევად საკმაოდ დიდი შრომა და თქვენი დროის ინვესტირება არის საჭირო. ჩვენ გულწრფელად გვინდა მოვიძიოთ ტალანტები ან/და ის ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში უბრალოდ არ გაუმართლა და ვერ მოხვდნენ საჭირო დროს საჭირო ადგილას. დაფიქრდით, თქვენ ახლა ამ ინფორმაციას კითხულობთ, იქნებ ეს სწორედ ის მომენტია, როცა თქვენც გეძლევათ შანსი. დარწმუნებული ვარ დაგვეთანხმებით ამ მოსაზრებაში - „თუ გინდა გაგიმართლოს მაშინ უფრო მეტი უნდა იმოქმედო“.
რა მჭირდება იმისათვის რომ გავხდე გუნდის წევრი?
იმისათვის რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ისწავლოთ და შემდგომ ერთად მივიღოთ მაღალი შემოსავლები საჭიროა მხოლოდ სმარტფონი, რადგაც დიქეი კაპიტალი არის 100%-ით ციფრული კომპანია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ონლაიან, რაც ზრდის ჩვენს ეფექტურობას, სისწრაფეს და შედეგებს.
რა ვაკანსიები გაქვთ ამჟამად?
ჩვენ გვაქვს სრულ განაკვეთზე გაყიდვების მენეჯერების ვაკანსიები თბილისში
რა უნდა გავაკეთო რომ დავიწყო სწავლა ონლაინ აკადემიაში?
რადგან ამ პუნქტს კითხულობთ ახლა ეს ნიშნავს, რომ თქვენ მოტივირებული ადამიანი ხართ, რომელსაც უნდა განვითარება, ცვლილებები, სწავლა და მეტი შემოსავალი. სწორედ ამიტომ თქვენ ახლა ორი გადაწყვეტილება გაქვთ:
CV გაგზავნა და მეტი დეტალის გაცნობა შემდეგ ბმულზე არის შესაძლებელი:
თბილისი: https://motivation.ge/VacancyDetails/363
პატივისცემით,
დიქეი კაპიტალის გენერალური დირექტორი
დავით კენჭაძე