დეველოპერების ჰაბი

ყოველწლიურად ჩვენ ვემუშავებთ 25 000-მდე პოტენციურ კლიენტს, რომელსაც სურს უძრავი ქონების შეძენა საქართველოს ტერიტორიაზე, აქედან დაახლოებით 15 000 განიხილავს უძრავი ქონების შეძენას დეველოპერული კომპანიისგან. უძრავი ქონების შეძენა საკმაოდ რთული პროცესია, რადგანაც ბაზარე არის უამრავი შეთავაზება და ბევრი არაკეთილსინდისიერი მშენებელი, რაც ბუნებრივად ართულებს სწორი გადაწყვეტილების მიღების პროცესს და ზრდის კლიენტების რისკებს

სწორედ ამიტომ ჩვენ შევქმენით დეველოპერების ჰაბი, სადაც გავაერთიანეთ ის კომპანიები, რომლებთანაც ჩვენ ან ჩვენ პარტნიორ ბანკებს წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ. ჰაბში აგრეთვე შესაძლებელია დაემატოს დეველოპერული კომპანია, მცირე სამშენებლო გამოცდილებითაც იმ შემთხვევაში თუ ის დააკმაყოფილებს დიქეი კაპიტალის კლიენტების კრიტერიუმებს. ყოველწლიურად ჩვენ 15 000 კლიენტს, რომელსაც უნდა მშენებარე უძრავი ქონების შეძენა, ვაძლევთ საშუალებას მიიღონ საუკეთესო შეთავაზებები ჩვენი პარტნიორი დეველოპერული კომპანიებისგან, რომელიც ზუსტად მორგებულია მათ სურვილებსა და საჭიროებებზე.

ამჟამად დეველოპერების ჰაბში გაერთიანებულია 37 დეველოპერული კომპანია. ჩვენი მიზანია, რომ 2022 წლის ბოლოს დიქეი კაპიტალის დეველოპერების ჰაბში გაერთიანდეს საქართველოს საუკეთესო 50 სამშენებლო კომპანია და ჩვენს კლიენტებს შევთავზოთ კიდევ უფრო მეტი და უკეთესი არჩევანი უძრავი ქონების შეძენის პროცესში